დედოფლისეული რეზიდენციის რეაბილიტაცია
ზუგდიდის დადიანების სასახლეების დედოფლისეული რეზიდენციის რეაბილიტაცია იწყება. სრულად გამაგრდება შენობის კონსტრუქცია, საძირკველი, საგამოფენო დარბაზებს კი ავთენტიკური, ისტორიული სახე დაუბრუნდება. პროექტი არქიტექტორ-რესტავრატორების, ხელოვნებათმცოდნეების და ისტორიკოსების მონაწილეობით მომზადდა და 2028 წელს დასრულდება. დედოფლისეულ სასახლეში ბოლო კაპიტალური რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროცესი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
