არალეგალების შესაჩერებლად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მექსიკის საზღვართან აგებული კედლის შავად შეღებვა მოითხოვა
დონალდ ტრამპი მიჩნევს, რომ შავი ფერის კედელი მეტად გახურდება, განსაკუთრებით, ზაფხულის თვეებში და არალეგალურ მიგრანტებს საზღვრის უკანონო გადაკვეთა გაუჭირდებათ. შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ ტრამპის განკარგულებით, კედლის შეღებვის სამუშაოები უკვე დაწყებულია.
