უნგრული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის მიუხედავად, ვიქტორ ორბანი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას კვლავ ეწინააღმდეგება
ბლუმბერგმა დაწერა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ევროპელი ლიდერების თხოვნით, ვიქტორ ორბანს დაურეკა და ბუდაპეშტის მხრიდან ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის შეფერხების საკითხი განიხილა. უნგრული მედია წერს, რომ საუბრის შემდეგ უნგრეთის პრემიერ მინისტრს პოზიცია არ შეუცვლია და ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას კვლავ "უაზრო და საშიშ" ინიციატივად მიიჩნევს.