პოლონეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთისა და უკრაინის ლიდერების უნგრეთის დედაქალქში შეხვედრის წინააღმდეგია
დონალდ ტუსკიმა მიზეზად 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი დაასახელა. ტუსკი წერს, რომ მაშინ უკრაინამ ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები ამერიკისგან, დიდი ბრიტანეთისგან და რუსეთისგან მიიღო, თუმცა რუსეთი მას თავს მაინც დაესხა. ტუსკი აღნიშნავს, რომ შესაძლოა ეს ცრუმორწმუნეობა იყოს, თუმცა შესახვედრად სხვა ადგილის შერჩევას ამჯობინებდა.