ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა
აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე, შესაძლებლობა აქვთ ნახონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც. იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა ხვალ, 18:00 საათზე იწურება.