ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წნორში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის პროექტირებისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა
პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს მოზარდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდული პროგრამების განვითარებას.სპორტული ინფრასტრუქტურის გარდა, შენობაში გათვალისწინებულია სამედიცინო დახმარების, ფიზიოთერაპიის, ადმინისტრაციული და მსაჯების ოთახების მოწყობა.