ზუგდიდის დადიანების სასახლეების დედოფლისეული რეზიდენციის რეაბილიტაცია იწყება
ინიციატივა კულტურის სამინისტროს ეკუთვნის. რეაბილიტაციის შედეგად, სრულად გამაგრდება სასახლის კონსტრუქცია, საძირკველი, ასევე რესტავრაცია ჩაუტარდება რეზიდენციის საგამოფენო დარბაზებს და მათ ისტორიული სახე დაუბრუნდება. პროექტი, რომელიც ძეგლთა დაცვის სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორების, ხელოვნებათმცოდნეების და ისტორიკოსების მონაწილეობით მომზადდა, 2028 წელს დასრულდება. დედოფლისეულ სასახლეში ბოლო კაპიტალური რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროცესი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა.
