2013 წლიდან, სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის გაუმჯობესებით, საქართველო ევროპული ქვეყნების ხუთეულშია
ევროკომისიამ „ფრიდომ ჰაუსის“ 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის გლობალური შეფასება გამოაქვეყნა. ინდექსი მოიცავს მსოფლიოს 200 ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის შესახებ ანალიზს 2013 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში. ამ შეფასებით საქართველო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში ბალტიის ქვეყნების შემდეგ მეოთხე ადგილზეა და უთანაბრდება ევროკავშირის და ნატოს წევრ 4 სახელმწიფოს: პოლონეთს, უნგრეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას. რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს _ მოლდოვა და უკრაინა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით ევროპაში ბოლო ადგილზე არიან.
