"გემო ფესტი" შეკვეთილში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 23 და 24 აგვისტოს გურია პირველად უმასპინძლებს „გემო ფესტს”. შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში გასტრონომიულ ფესტივალზე გურულ კერძებს რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან შერჩეული 13 მონაწილე წარმოადგენს, რომელთაც ტრენინგი გამოცდილმა შეფ-მზარეულებმა ჩაუტარეს. კვების სივრცის გარდა, „გემო ფესტის“ სტუმრებს სამეწარმეო და ღვინის ბაზარი და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება დახვდებათ.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
