თეთრ სახლში სამიტის შედეგების განსახილველად უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიცია“ ვიდეო კონფერენციას მართავს
შეხვედრას დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერები უძღვებიან. განხილვის მთავარი თემა უკრაინაში სამშვიდობო პროცესი და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების განსაზღვრაა. ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობს თურქეთის ვიცე- პრეზიდენტიც. მოგვიანებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ვაშინგტონის შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოსტას მოწვეულ ონლაინ სამიტზე განიხილავენ. უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციებში უკრაინის პრეზიდენტიც მონაწილეობს.