საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღე ფშავში, მისივე სახელობის მწვერვალზე საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვით აღინიშნა
მსვლელობა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის მოხალისისა და სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებმა სოფელ უკანა ფშავიდან დაიწყეს და მაღალმთიან, რთულ რელიეფზე 30 კილომეტრამდე მანძილი გაიარეს. ამ ნაბიჯით სამხედრო მოსამსახურეები ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ.
