თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მუნიციპალური ინსპექციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი მიიღეს
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მუნიციპალური ინსპექციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი მიიღეს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსებისთვის სპეციალური ადგილების გამოყოფას და სააგიტაციო მასალების გამოკვრის შეზღუდვას ითვალისწინებს. განიხილეს კიდევ რამდენიმე საკითხი, მათ შორის თბილისში რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულება, ასევე დაზარალებულებისთვის თანხის და ფართის გადაცემა. საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება- რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზეც. საკრებულოს გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ დადგენილებებში.
