გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა
მოხსენებით გამოვიდა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე ევროპის, ცენტრალური აზიის და ამერიკის საკითხებში და საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა. სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარდგნენ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების - გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, სლოვენიის, დანიის და საბერძნეთის, ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნის - ლატვიის წარმომადგენლები.