იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
სხდომაზე კომისიამ მოისმინა „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ანგარიში ამომრჩეველთა სიის სრულყოფის მიზნით გაწეული სამუშაოს შესახებ. აღინიშნა, რომ პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა სია ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში სისტემური და ინტენსიური მუშაობის შედეგად მნიშვნელოვნად დაიხვეწა და დაზუსტდა.
