IDFI-ის სკანდალი
რასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის ხელმძღვანელის, გიორგი კლდიაშვილის რუსეთის მოქალაქეებთან ბიზნეს თანამშრომლობა, მმართველი გუნდის შეფასებით, ადასტურებს, რომ ამ ადამიანებს არანაირი ღირებულებები არ აქვთ და მხოლოდ ანგარებით მოქმედებენ. საჯარო რეესტრში გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ენჯეო სექტორის ერთ-ერთი ლიდერის ოთხი ბიზნეს პარტნიორიდან ორი რუსეთის მოქალაქეა. ბიზნესი კი უკავშირდება კლდიაშვილის თანამფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ქვევრს“, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში 4 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
