პრემიერ-მინისტრი ლიეტუვაში დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი აქტივისტების ოქტომბრის არჩევნებისთვის მომზადებას ეხმიანება.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დიფ სთეითი დიდ ბრიტანეთს განსაკუთრებით აქტიურად იყენებს საქართველოში პოლარიზაციის გაღვივებისთვის. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქართველოში მიღებული კანონები კონკრეტულ ჯგუფებს აღარ აძლევს საშუალებას გაუმჭვირვალე დარჩეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის გამოყოფილი თანხები. სწორედ ამიტომ ისინი იძულებული არიან ტრენინგები, რომელთაც ამ დრომდე საქართველოში ატარებდნენ, ახლა უცხოეთში გამართონ.