საქართველოს ხელისუფლება ევროპულ ბიუროკრატიასთან ჯანსაღი დისკუსიისთვის მზად არის, თუმცა, დისკუსია უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე
საქართველოს ხელისუფლება ევროპულ ბიუროკრატიასთან ჯანსაღი დისკუსიისთვის მზად არის, თუმცა, როგორც პრემიერ მინისტრმა განაცხადა, დისკუსია უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე. ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს განცხადებაზე, რომელშიც მატრას პროგრამის დროებით შეწყვეტაზე წერენ. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ევროპული ბიუროკრატია დისკუსიას თავს არიდებს, ამის მიზეზი კი არის ის, რომ სიმართლე ევრობიუროკრატების მხარეს არ არის. პრემიერ მინისტრმა ასევე აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლების შესახებ. მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორობაში ასახული უნდა იყოს სარგებელი ორივე ქვეყნისთვის.