ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში სამხედრო დღე მოეწყო
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში სამხედრო დღე მოეწყო. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებისთვის საინფორმაციო სემინარი კითხვა-პასუხის ფორმით ჩაატარეს. ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანების, სამხედრო სწავლების, სამშვიდობო მისიების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივის შესახებ. სამხედროებმა ახალგაზრდებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის პირობები გააცნეს. ბანაკის ტერიტორიაზე მოეწყო თავდაცვის ძალების ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა. ბანაკის მონაწილეებს თავდაცვის ძალებისგან სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ