„გარდიანის“ ცნობით, დაჯგუფება „ჰამასი“ მზად არის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დათანხმდეს
„გარდიანის“ ცნობით, დაჯგუფება „ჰამასი“ მზად არის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დათანხმდეს. ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით წარდგენილი წინადადება 60 დღიან ზავს, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას და ისრაელიდან გატაცებული 10 მძევლის გათავისუფლებას მოიცავს. პარალელურად, ვრცელდება ცნობა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზის სექტორზე სრული კონტროლის დასამყარებლად სამხედრო გეგმა დაამტკიცა