ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა რუსული ნავთობის შესყიდვა გაზარდეს
ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა რუსული ნავთობის შესყიდვა გაზარდეს. ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს. აგვისტოში ჩინური კომპანიები რუსეთისგან დღიურად 75 ათასს ბარელ ნავთობს იღებს, რაც წლიურ საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ექსპერტების ვარაუდით, ოფიციალური პეკინისგან ნავთობის იმპორტის ზრდა დაკავშირებულია აგვისტოში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ინდოეთის წინააღმდეგ დაწესებულ ტარიფებთან