Reuters-ის ცნობით, ტრამპი პუტინი ზელენსკის სამმხრივი შეხვედრა შესაძლოა უნგრეთში გაიმართოს
Reuters-ის ცნობით, ტრამპი პუტინი ზელენსკის სამმხრივი შეხვედრა შესაძლოა უნგრეთში გაიმართოს. სააგენტოს ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ამცნო. Reuters-ი წერს, რომ სამმხრივი შეხვედრა შესაძლოა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შედგეს. ამერიკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ლიდერებს შორის სამიტის ორგანიზება უკვე დაიწყო. აქამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შეხვედრის ვარიანტად შვეიცარია დაასახელა, თუმცა ზუსტ მდებარეობაზე მსჯელობა ამ დრომდე მიმდინარეობს
