შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სამშვიდობო ზავის მისაღწევად უკრაინასაც და რუსეთსაც მოუწევთ დათმობაზე წასვლა
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სამშვიდობო ზავის მისაღწევად უკრაინასაც და რუსეთსაც მოუწევთ დათმობაზე წასვლა. რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ სად გაივლება ცეცხლის შეწყვეტის ხაზი, კიევისა და მოსკოვის დიალოგით უნდა გადაწყდეს. მისი თქმით, ეს საკმაოდ რთული და უსამართლო პროცესია, თუმცა ერთადერთი გზაა ომის დასასრულებლად. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგ კიევს უნდა მიეცეს უსაფრთხოების ისეთი გარანტია, რომელიც უკრაინაზე რუსეთის ხელახალ თავდასხმას გამორიცხავს
