The Wall Street Journal-ის ცნობით, დონალდ ტრამპი და ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს შეიმუშავებს
The Wall Street Journal-ის ცნობით, დონალდ ტრამპი და ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს შეიმუშავებს. ჯგუფს ამერიკის სახელმწიფო მდივანი უხელმძღვანელებს. გამოცემა წერს, რომ უსაფრთხოების გარანტიები ოთხ კომპონენტს მოიცავს, განიხილება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, უკრაინის შეიარაღება და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გაკონტროლება. The Wall Street Journal-ისვე ცნობით, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტერიტორიების გაცვლა არ გამორიცხა. გამოცემის ინფორმაციით, ზელენსკიმ ტრამპს უთხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სირთულეს მოსახლეობის გადასახლება და ტერიტორიის დათმობაზე უკრაინის კონსტიტუციის აკრძალვა წარმოადგენს