საქსტატი: 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტები ორ მილიონზე მეტ მგზავრს მომემსახურა
2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტები ორ მილიონზე მეტ მგზავრს მომემსახურა. რაც 17.7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს, რომლის თანახმად აეროპორტებმა მიიღო მილიონ ასი ათასი, ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა მილიონი მგზავრი. სამგზავრო რეისების რაოდენობამ კი რვა ათას ექვსასი შეადგინა, რაც 12.8 %-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან. 2025 წლის იანვარ-ივლისში გაზრდილია ადგილობრივი ექსპორტიც 2.7 პროცენტით. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი, თურქეთი. 10.3 პროცენტით გაიზარდა იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა და თოთხმეტ მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა