გახარიას პარტია და „ლელო“ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის არაპარტიული, ნეიტრალური კანდიდატის წარდგენას აანონსებდნენ, თუმცა საბოლოოდ თბილისის მერობის კანდიდატად „ლელოს“ წევრი და გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე წარადგინეს
გახარიას პარტია და „ლელო“ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის არაპარტიული, ნეიტრალური კანდიდატის წარდგენას აანონსებდნენ, თუმცა საბოლოოდ თბილისის მერობის კანდიდატად „ლელოს“ წევრი და გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე წარადგინეს. კუპრაძე კანდიდატად ალეკო ელისაშვილმა წარადგინა, რომელიც, ტატა ხვედელიანთან ერთად, კოალიციის ვიცე-მერობის კანდიდატი იქნება. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი გიორგი შარაშიძე დასახელდა. ვრცელდება ინფორმაცია გახარიას პარტიაში დაპირისპირებაზე. არსებული ინფორმაციით, გახარიას პარტია დატოვა ნათია მეზვრიშვილმა, მიზეზი მასა და ანა ბუჩუკურს შორის დაპირისპირებაა. მეზვრიშვილს ტელეფონი გამორთული აქვს, ანა ბუჩუკური კი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს