რუსთავში შუა საუკუნეების სასახლეზე მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციას პირველი აღმოჩენები უკვე აქვს
რუსთავში შუა საუკუნეების სასახლეზე მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციას პირველი აღმოჩენები უკვე აქვს. ისტორიული ციხის და სასახლის არქეოლოგიური ველიდან, XI-XII საუკუნეებით დათარიღებული თიხის მოჭიქული ჭურჭელი ამოიტანეს. ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური ექსპედიცია, რუსთავში ივლისის შუა რიცხვებში , რუსთავის მერიის ორგანიზებით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო. კულტურის სამინისტროში, რუსთავის ისტორიული ციხის და სასახლის კონსერვაცია-რესტავრაციის კონცეფციაზე უკვე მუშაობენ. ექსპედიციაში პროფესიონალი არქეოლოგების გარდა, სტუდენტები და მოხალისეებიც არიან ჩართულნი
