გახარიას პარტიამ და „ლელომ“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე დაასახელეს
გახარიას პარტიამ და „ლელომ“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე დაასახელეს. კუპრაძე კანდიდატად წარადგინა ალეკო ელისაშვილმა, რომელიც, ტატა ხვედელიანთან ერთად, კოალიციის ვიცე-მერობის კანდიდატი იქნება. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი გიორგი შარაშიძე დასახელდა. ცნობისთვის, გახარიას პარტია და „ლელო“ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ნეიტრალური კანდიდატის წარდგენაზე იყვნენ შეთანხმებულები, თუმცა საბოლოოდ ლელოს წევრი და გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე წარადგინეს
