2025 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირმა 4.48 მილიარდი ევროს ოდენობის რუსული თხევადი გაზი შეიძინა
2025 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირმა 4.48 მილიარდი ევროს ოდენობის რუსული თხევადი გაზი შეიძინა. ამის შესახებ გერმანული Spiegel-ი ევროსტატის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, ეს მაჩვენებელი 29%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ნავთობისა და ქვანახშირისგან განსხვავებით, რუსულ გაზზე ევროკავშირს ჯერჯერობით სანქციები არ დაუწესებია, თუმცა ევროკომისია რუსულ ბუნებრივ აირზე სრულად უარის თქმას აპირებს. გეგმის მიხედვით, გრძელვადიანი კონტრაქტებით გაზის იმპორტი 2028 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება, მოკლევადიანი კონტრაქტებით კი - 2026 წლის 17 ივნისიდან