ვაშინგტონის სამიტის შედეგი - პუტინსა და ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება
ვაშინგტონის სამიტის შედეგი - პუტინსა და ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება. ამის შემდეგ კი სამმხრივი ფორმატის შეხვედრაც შედგება, რომელშიც ტრამპიც მიიღებს მონაწილეობას. ამ გადაწყვეტილების შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. პუტინს ტრამპი ტელეფონით მაშინ დაუკავშირდა, როცა ევროპელ ლიდერებს ხვდებოდა. უკრაინის ლიდერი პუტინთან შეხვედრას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დათანხმდა და განაცხადა, რომ კრემლის ლიდერთან ტერიტორიების საკითხსაც განიხილავს. რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, შეერთებული შტატები და ევროპელი ლიდერები 10 დღის განმავლობაში შეიმუშავებენ