აქცია და დაკავებები მოლდოვაში
70 ადამიანი დააკავეს მოლდოვაში აქციაზე, რომლის მონაწილეები მაია სანდუს გადადგომას და გაგაუზიის ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელის, ევგენია გუცულის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.. მომიტინგეებს სამართალდამცველებმა კარვები საძილე ტომრები და გასაბერი ლეიბები ჩამოართვეს. გუცულს 7 წლიანი პატიმრობა მოლდოვაში ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებული პარტიის დაფინანსების საქმეზე აგვისტოში მიუსაჯეს. მოლდოვის ხელისუფლება პარტია “შორის” დესტაბილიზაციის ორგანიზებაში ადანაშაულებს. პატიმრობა აქვს შეფარდებული მის დამფუძნებელს, რომელიც მოსკოვში იმყოფება