პაკისტანში წყალდიდობას 650-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 171 ბავშვია
პაკისტანში წყალდიდობას 650-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 171 ბავშვია. დაშავებულია 1000-მდე ადამიანი. ძლიერმა წვიმებმა პაკისტანში მეწყრული პროცესები გაააქტიურა. პაკისტანის ქალაქებსა და სოფლებში წყალდიდობის შედეგად დაიტბორა სახლები, ქუჩები და მანქანები. დაზიანებულია ქვეყნის ინფრასტრუქტურაც, რის გამოც სამაშველო სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს. ზოგიერთ რაიონში მაშველებს ფეხით უწევთ გადაადგილება. ოფიციალური პირების განცხადებით, სტიქიის გამო პაკისტანში სოფლების ნაწილი რუკიდან მთლიანად წაიშალა