Sky News-ის ცნობით, ვაშინგტონი და ბრიუსელი, ტრამპი-პუტინი-ზელენსკის სამიტის გამართვის ადგილს არჩევენ, რადგან შეხვედრა შესაძლოა უკვე ამ კვირაში შედგეს
Sky News-ის ცნობით, ვაშინგტონი და ბრიუსელი, ტრამპი-პუტინი-ზელენსკის სამიტის გამართვის ადგილს არჩევენ, რადგან შეხვედრა შესაძლოა უკვე ამ კვირაში შედგეს. დასავლური მედია ირწმუნება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი შეხვედრის შესაძლო ადგილად ჟენევას განიხილავს და ვლადიმერ პუტინიც თანახმაა იქ ჩავიდეს, იტალიის პრემიერი ჯორჯა მელონი მხარეებს რომს სთავაზობს, დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრის ადგილად უპირატესობას ვატიკანს ანიჭებენ. სამმხრივი შეხვედრას მასპინძლობას სთავაზობს თურქეთიც, ანკარა ირწმუნება, რომ უმოკლეს დროში შეძლებს შეხვედრის ორგანიზებას