რუსეთმა უკრაინაში ქალაქი ხარკოვი დაბომბა
რუსეთმა უკრაინაში ქალაქი ხარკოვი დაბომბა. Reuters-ი ინფორმაციით, ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც დაიღუპა 7 და დაშავდა ათობით ადამიანი. მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ. ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, დაშავებულთა შორისაა 13 წლის გოგონა. გარდა ამისა, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 12 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი