ბათუმში, ქუთაისსა და გურჯაანში უპატრონო ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო
ბათუმში, ქუთაისსა და გურჯაანში უპატრონო ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო. პროექტი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას და ვაქცინაციას ითვალისწინებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ცხოველების პოპულაციის მართვა და მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას მოახდენს