თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კაპოდისტრიის სახელობის ათენის ეროვნული უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა დოქტორანტების პირველ ნაკადს მიიღებს
2025-2026 სასწავლო წლიდან ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კაპოდისტრიის სახელობის ათენის ეროვნული უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა „განათლებისა და მეცნიერების მმართველობა და ადმინისტრირება“ დოქტორანტების პირველ ნაკადს მიიღებს. პროგრამა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პირველი 3 წლის განმავლობაში პროგრამას სახელმწიფო ყოველწლიურად 300 000 ლარით დააფინანსებს