მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები ფართოვდება
მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები ფართოვდება. ცვლილებები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში შედის. ცვლილებები შეეხო სესხისა და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას და ის ორი პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა. თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტებით: მაღალმთიანი, აგროტურისტული, მწვანე, გაციფრულების, კვლევა და განვითარების სფეროებში. ქალი მეწარმეებისთვის კი ჩამოთვლილ ყველა კომპონენტში იზრდება გრანტის ოდენობა. ცვლილებებია მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაშიც