ბიზნესი რუსეთის მოქალაქეებთან ერთად და სახელმწიფოსგან მიღებული შეღავათიანი სესხები
ბიზნესი რუსეთის მოქალაქეებთან ერთად და სახელმწიფოსგან მიღებული შეღავათიანი სესხები. ირკვევა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის IDFI-ის აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქეებთან, გიორგი როჩიკაშვილთან და დავით სპარსიაშვილთან ერთად. მათთან ერთად, კლდიაშვილი შპს „ქვევრების“ დამფუძნებელია. კლდიაშვილს ასევე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მიღებული აქვს ოთხი მილიონ შვიდასი ათასი ლარის დაფინანსებაც. ირკვევა ისიც, რომ IDFI-ის თანამშრომელია შპს „ქვევრების“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, მიხეილ როჩიკაშვილის შვილი, სანდრო როჩიკაშვილი, რომელიც გიორგი კლდიაშვილის დის შვილია. გიორგი კლდიაშვილი ქრონიკის კონკრეტულ კითხვებს არ პასუხობს