„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ორმაგ სტანდარტზე აკეთებს კომენტარს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ორმაგ სტანდარტზე აკეთებს კომენტარს. მამუკა მდინარაძემ ევროკომისიის დაკვეთით მომზადებულ „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თვალსაჩინოდ ჩანს ის წინსვლა, რომელსაც საქართველომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია. საუბარია რამდენიმე ინდექსზე, მათ შორის „კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის“, „ლიდერობისა და შორსმჭვრეტელობის“, „ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებისა“ და „მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის“. ეს არის მონაცემები, რომლებიც ობიექტურ კრიტერიუმებს ეყრდნობა, თუმცა, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამის პარალელურად, როცა უსამართლო პოლიტიკური ინტერესი იკვეთება, ევრობიუროკრატები საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ლაპარაკობენ
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
