დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყირიმი ვერ დაბრუნდება და უკრაინა ნატოში ვერ შევა, ვოლოდიმირ ზელენსკის კი, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია ომი დაუყოვნებლივ დაასრულოს
ამერიკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში მედიის ის ნაწილი გააკრიტიკა, რომელიც ალასკაზე ვლადიმერ პუტინთან მის შეხვედრას კრიტიკით გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა ასეთ მედია საშუალებებს ყალბი ამბების გამავრცელებლები უწოდა. ტრამპმა მათ შეახსენა, რომ დღეს ის თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებს მიიღებს და ეს ამერიკისთვის არა მარცხი, არამედ დიდი პატივია.
