ესპანეთში, სადაც მასშტაბურ ხანძარს რამდენიმე დღეა ებრძვიან, ცეცხლი ახალ ადგილებშიც გავრცელდა
ესპანეთში, სადაც მასშტაბურ ხანძარს რამდენიმე დღეა ებრძვიან, ცეცხლი ახალ ადგილებშიც გავრცელდა, ესპანეთის სამხრეთით, მთათა სისტემის ტყეებში ძლიერი ცეცხლის გამო, სტუმრებისთვის დაიხურა ტურისტული მარშრუტები. ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრეებთან ერთად ჩართულია ავიაცია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ესპანეთში ხანძარმა 115.000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა. ვითარებას ძლიერი სიცხეც ართულებს.