დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დღეს უკრაინის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებს უმასპინძლებს
ცნობილია თეთრი სახლის ლიდერის შეხვედრების გრაფიკი. თბილისის დროით 20 საათზე თეთრ სახლში ევროპელი ლიდერები მივლენ, 21 საათსა და 15 წუთზე კი ოვალურ კაბინეტში დაიწყება დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა, რომლისთვისაც დაახლოებით ერთი საათია განსაზღვრული, ამის შემდეგ კი შედგება გაფართოებული ფორმატის შეხვედრა. უკრაინის საკითხს ამერიკის პრეზიდენტთან დიდი ბრიტანეთის, იტალიის, გერმანიის, ფინეთისა და საფრანგეთის ლიდერები, ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი განიხილავენ.