საფრანგეთის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ უკრაინამ, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, შესაძლოა ტერიტორიების დაკარგვა აღიაროს
ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ კიევი არ აღიარებს საკუთარ ტერიტორიებზე სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს, თუმცა შეიძლება აღიაროს, რომ ისინი სამხედრო აგრესიით ომის დროს დაკარგა. ემანუელ მაკრონმა ვაშინგტონში გამგზავრებამდე თქვა, რომ რუსეთი უკრაინას არა მშვიდობას, არამედ კაპიტულაციას სთავაზობს, პარტნიორებმა კი კიევს უსაფრთხოების მყარი გარანტიები უნდა მისცენ.
