ბიზნესი რუსეთის მოქალაქეებთან ერთად და სახელმწიფოსგან მიღებული შეღავათიანი სესხები
ირკვევა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის აი დი ეფ აის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კლდიაშვილს ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქეებთან, გიორგი როჩიკაშვილთან და დავით სპარსიაშვილთან ერთად. მათთან ერთად, კლდიაშვილი შპს „ქვევრების“ დაფუძნებელია. კლდიაშვილს ასევე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მიღებული აქვს ოთხი მილიონ შვიდასი ათასი ლარის დაფინანსებაც. ირკვევა ისიც, რომ აიდიეფაის თანამშრომელია შპს „ქვევრების“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, მიხეილ როჩიკაშვილის შვილი, სანდრო როჩიკაშვილი, რომელიც გიორგი კლდიაშვილის დის შვილია. ქრონიკა გიორგი კლდიაშვილთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს
