რუსეთი კი უკრაინის ქალაქებზე რაკეტებითა და დრონებით თავდასხმებს განაგრძობს
ოკუპანტთა სამიზნე ამჯერად ხარკოვისა და ზაპოროჟიეს დასახლებული რაიონები გახდა. ხარკოვში თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა. ზაპოროჟიეს ადმინისტრაციის ინფორმაციით კი, სარაკეტო დარტყმის შედეგად, 15 წლის მოზარდი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.
