„მსურველთა კოალიცია“ მზადაა, ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში დამხმარე ძალები განალაგოს
ამის შესახებ კოალიციის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მათ ვირტუალური შეხვედრის დასრულების შემდეგ გაავრცელეს. „სამიტის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ უკრაინაში დამხმარე ძალები განალაგონ, ასევე, ხელი შეუწყონ უკრაინის ცისა და ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და აღადგინონ უკრაინის შეიარაღებული ძალები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
