განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორ ირაკლი ნატროშვილთან ერთად, ანაკლიის ბანაკს ესტუმრა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორ ირაკლი ნატროშვილთან ერთად, ანაკლიის ბანაკს ესტუმრა, რომელიც წელს მეოთხე ნაკადად თსსუ-ს სტუდენტებს მასპინძლობს. ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტი იმყოფებოდა. ისაუბრეს სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, კვლევითი ინსტიტუტების განვითარების პერსპექტივებსა და სამედიცინო სფეროში დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობაზე. მიმდინარე წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი ჯამში 3000-მდე ახალგაზრდას მიიღებს.