პრაიმ ტაიმის ინფორმაციით, ლიეტუვაში დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს
ტრენინგებში მონაწილეთა მომზადება, პრაიმ ტაიმის ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიტანულ-ქართული საზოგადოებისა“ და „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ მეშვეობით, სტუდენტური საგანმანათლებლო პროგრამებისა და კიბერუსაფრთხოების კურსების საფარქვეშ მიმდინარეობს. წყაროს ცნობით, ორივე არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარი ოფისები ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში მდებარეობს და ქართველ აქტივისტებს ასწავლიან ქუჩის საპროტესტო აქციების ტაქტიკას, პროვოკაციებს და სამართალდამცველების „შეუდარებელი სიმკაცრის“ დოკუმენტირებას, დაკავების შემთხვევაში პირად დაცვას, საინფორმაციო კამპანიების პოპულარიზაციას, სადაც აქცენტი კეთდება ე.წ. ვირუსული კონტენტის შექმნაზე და მიზნობრივი მასალების გავრცელებაზე „ტელეგრამის“ საშუალებით.