ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სულავესის პროვინციაში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ ექვს მაგნიტუდას გადააჭარბა. სტიქიის ეპიცენტრი პოსოს რაიონში იყო. დაშავდა ათობით ადამიანი. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. ბოლოს დამანგრეველი მიწისძვრა სულავესში 2021 წლის იანვარში მოხდა, რასაც 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 100 ათასზე მეტი კი უსახლკაროდ დარჩა
