მოლდოვის პოლიციამ კიშინევში გამართულ საპროტესტო აქციაზე 69 ადამიანი დააკავა
მოლდოვის პოლიციამ კიშინევში გამართულ საპროტესტო აქციაზე 69 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა მიტინგის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს და მათ მიერ დადგმული კარვები აიღეს. აქცია პრეზიდენტ სანდუს წინააღმდეგ ოპოზიციურ ბლოკ „გამარჯვების“ მიერ იყო ორგანიზებული. მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის შეწყვეტას მოითხოვდნენ. კიშინევის რაიონულმა სასამართლომ ხუთ აგვისტოს გუგაუზიის რეგიონის ხელმძღვანელს, ევგენია გუცულს მოლდოვაში აკრძალული პარტიის, „შორის“ დაფინანსებაში დასდო ბრალი და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გუცულმა პრეზიდენტი სანდუ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა
