ზორტიყელის მთაში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა
ზორტიყელის მთაში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა. დღესასწაული ადგილობრივებსა და სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მიულოცა. ღონისძიების ადგილას მოწყობილი იყო საგამოფენო და შემეცნებით-გასართობი სივრცეები. გაიმართა კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი და მიწვეული ანსამბლები მონაწილეობდნენ
